MYcomputer.ge-ზე პროდუქტის შეძენა მარტივია, რადგან გაქვთ შესაძლებლობა თქვენთვის მოსახერხებელი შეძენის გზა აირჩიოთ.
შეკვეთა ონლაინ:
სასურველი პროდუქტის კალათში მოთავსების შემდეგ, შედიხართ კალათში და აკლიკებთ ღილაკს „შეკვეთის გაფორმება“ ან პირდაპირ აკლიკებთ შეძენას. გადადიხართ გვერდზე, სადაც შეგყავთ პირადი მონაცემები და შეკვეთის მიღების მისამართი. ირჩევთ გადახდის ოთხი მეეთოდიდან ერთ-ერთს: ბარათით გადახდა, ნაღდ ანგარიშსწორებას კურიერთან, საბანკო გადარიცხვას ან საბანკო განვადებას და ამით შეკვეთის გაფორმების პროცესი სრულდება.
რაც შეეხება გადახდის მეთოდებს, აქაც თქვენზე აბსოლუტურად მორგებულ სისტემას გთავაზობთ:
- საბანკო გადარიცხვა – ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი, როდესაც გსურთ ჩვენთან პროდუქციის შეძენა, როგორც ფიზიკური პირისთვის ისე, კომპანიისთვის. შერჩეულ პროდუქციაზე მოითხოვეთ ინვოისი და გადმორიცხეთ ნებისმიერი ბანკიდან ჩვენს ანგარიშზე. ინვოისის მოწოდება ხდება რამდენიმე წუთში.
- ნაღდით ანგარიშსწორება კურიერთან – ნიშნავს იმას, რომ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი კურიერს ადგილზე მოაქვს სრულიად უფასოდ, კუერიერი დაგელოდებათ რომ გადაამოწმოთ როგორც ვიზუალურად ასევე ტექნიკურად და პროგრამულად, შემდეგ ნაღდი ანგარიშსწორება მოხდება კურიერთანვე გადახდით.
- ანგარიშსწორება BOG საქართველოს ბანკი-ს აპარატით ან მობაილ ბანკით – BOG საქართველოს ბანკის -ს აპარატები განთავსებულია საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში. ანგარიშსწორება შესაძლებელია იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანის მეშვეობით. გამოიყენეთ რეკვიზიტები: ანგარიშის ნომერი GE56BG0000000512940846GEL (ი/მ შალვა აბრამიშვილი GE56BG0000000512940846GEL ). მიუთითეთ შინაარსი: ლეპტოპის ღირებულება: მოდელი (მაგ: Lenovo ThinkPad T460S).
- ონლაინ ანგარიშსწორება – (Visa/MasterCard/Amex) შემთხვევაში ვებგვერდზე შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები ხდება თანხის ჩამოჭრა და პროდუქტის გამოგზავნა დაუყოვნებლივ.
შეკვეთა ტელეფონით:
- თუ თქვენთვის მოუხერხებელია ონლაინ პროდუქტის შეკვეთა, მაშინ შეგიძლიათ ჩვენს საკონტაქტო ნომერზე დარეკოთ (+995) 568 75 23 23 და შეგვიკვეთეთ სასურველი პროდუქტი. ანგარიშსწორება მოხდება ადგილზე, პროდუქციის მოწოდებისას, ნაღდი ანგარიშსწორებით. პროდუქციის მიღებისას იქონიეთ ზუსტი თანხა.
- ალტერნატიულად, შესაძლებელია შეკვეთის თანხის საბანკო გადმორიცხვა ან BOG საქართველოს ბანკის აპარატით ჩვენს ანგარიშზე თანხის შეტანა, დეტალებისთვის დაგვიკავშირდით.
შეკვეთა Facebook-ზე:
ისარგებლეთ საიტზე არსებული Facebook Messenger-ის ღილაკით (ბოლოში, მარჯვენა მხარეს) ან გადმოდით ჩვენს Facebook გვერდზე და პირად შეტყობინებაში მოგვწერეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტის ლინკი, თქვენი ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ნომერი; ჩვენი წარმომადგენელი გადაამოწმებს ინფორმაციას და დაგიკავშირდებათ; ანგარიშსწორება მოხდება ადგილზე, პროდუქციის მიწოდებისას, ნაღდი ანგარიშსწორებით. თან იქონიეთ ზუსტი თანხა.